

თეკლა
მე ვარ თეკლა ზუბიაშვილი. ვარ მესამე კლასის მოსწავლე
ჩემი სახელის დარქმევის ისტორია, რომელიც დედაჩემის მონათხრობიდან გავიგე ასეთია: როდესაც მუცელში ვიყავი, დედიკოს ეგონა ბიჭი ვიქნებოდი, ამიტომ გოგოს

მე რატომღაც მინ და სხვა სახელი მერქვას, მაგრამ დედა მეუბნება, რომ ძალიან ლამაზი სახელი მქვია.
სახელი თეკლა ბერძნული წარმოშობისაა. თეოს-ღმერთი, კლეოს-დიდება. თეკლა-"ღვთის დიდება"-ს ნიშნავს და ამ სახელს ორი დიდებული ქართველი პიროვნება ატარებდა.
თეკლა ბატონიშვილი
თეკლა ერეკლე მეფის უმცროსი ქალიშვილი იყო. იგი განთქმული ყოფილა სილამაზით, სიკეკლუცით. ასევე ვაჟკაცობითა და სიმამაცით. იგი თურმე საუცხოო მონადირე და ცხენზე მოჯირითეც იყო. თვით ერეკლე მეფეც მოფერებით "ვაჟკაცს" ეძახდა, 16 წლამდე ვაჟურად ჰყოლია ჩაცმული და ხშირად ატარებდა ლაშქრობებსა თუ მოგზაურობებში.
წმინდანი თეკლა
თეკლა წმინდანის

აი, ასეთ ადამიანებს ერქვათ თეკლა.
მე კი მგონია, რომ ყველა თეკლა მომხიბვლელია და მეოცნებე, მეგობრულია და გულღია. უყვარს ოჯახური სიმყუდროვე,თბილია და მოსიყვარულე, აქვთ კარგი ინტუიცია და მდიდარი ფანტაზია.
და ბოლოს, თეკლა იმდენად ძლიერი პიროვნებაა, რომ მასზე შეიძლება მთელი სამყარო "დაეყრდნოს"
მე როგორი ვარ?
თ - თ ბ ი ლ ი, თ ა ვ ა ზ ი ა ნ ი
ე - ე რ თ გ უ ლ ი, ე ნ ე რ გ ი უ ლ ი, ე მ ო ც ი უ რ ი
კ - კ ე თ ი ლ ი, კ ე კ ლ უ ც ი
ლ - ლ ა მ ა ზ ი, ლ ა ღ ი
ა - ა მ ა ყ ი, ა ნ ც ი
და მე მინდა ჩემი სახელი ღირსეულად ვატარო ჩემი ცხოვრების მანძილზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий