понедельник, 24 ноября 2008 г.


თეკლა


მე ვარ თეკლა ზუბიაშვილი.
ვარ მესამე კლასის მოსწავლე
ჩემი სახელის დარქმევის ისტორია, რომელიც დედაჩემის მონათხრობიდან გავიგე ასეთია: როდესც მუცელში ვიყავი, დედიკოს ეგონა ბიჭი ვიქნებოდი, ამიტომ გოგოს სახელზე თურმე სულაც არ ფიქრობდა, მაგრამ როცა დავიბადე და დამინახა, მაშინვ გაიფიქრა, რომ სახელი თეკლა შემეფერებოდა. მამოკოსაც მოსწონებია ეს სახელი ჩემთვის, ჰოდა დამარქვეს თეკლა.
მე რატომღაც მინ და სხვა სახელი მერქვას, მაგრამ დედა მეუბნება, რომ ძალიან ლამაზი სახელი მქვია.
სახელი თეკლა ბერძნული წარმოშობისაა. თეოს-ღმერთი, კლეოს-დიდება. თეკლა-"ღვთის დიდება"-ს ნიშნავს და ამ სახელს ორი დიდებული ქართველი პიროვნება ატარებდა.
თეკლა ბატონიშვილი
თეკლა ერეკლე მეფის უმცროსი ქალიშვილი იყო. იგი განთქმული ყოფილა სილამაზით, სიკეკლუცით. ასევე ვაჟკაცობითა და სიმამაცით. იგი თურმე საუცხოო მონადირე და ცხენზე მოჯირითეც იყო. თვით ერეკლე მეფეც მოფერებით "ვაჟკაცს" ეძახდა, 16 წლამდე ვაჟურად ჰყოლია ჩაცმული და ხშირად ატარებდა ლაშქრობებსა თუ მოგზაურობებში.
წმინდანი თეკლა
თეკლა წმინდანის სახელიცაა. ქალაქ იკონიაში დიდგვაროვანთა ოჯახში დაიბადა ქალიშვილი, სახელად თეკლა. იგი გასაოცარი მშვენიერებით გამოირჩეოდა. მან თავი ქრისტიანულ რელიგიას მიუძღვნა და იგი წმინდა პირველმოწამე მოციქულთასწორი თეკლას სახელითაა ცნობილი. იმდენად ძლიერი იყო მისი რწმენა, რომ, როდესაც კოცონზე დაწვა მიუსაჯეს, თურმე ცეცხლის ალი არ შეხებია. მერე დამშეული მხეცები მიუშვეს მასზე, მაგრამ მათაც არაფერი ავნეს წმინდანს.ბოლოს თეკლა ორ ხარს მიაბეს თოკებით ხარებს აიძულებდნენ გაეგლიჯათ იგი, მაგრამ ხარები ადგილიდან არ დაიძვრნენ და თოკებიც დაწყდა.წმინდანს არაფერი დაშავებია წმინდა თეკლა უფლისაგან კურნების ნიჭითაც ყოფილა დაჯილდოვებული და ხალხს უსასყიდლოდ კურნავდა. მას ბევრი კერპთმსახურიც მოუქცევია ქრისტეს სჯულზე.
აი, ასეთ ადამიანებს ერქვათ თეკლა.
მე კი მგონია, რომ ყველა თეკლა მომხიბვლელია და მეოცნებე, მეგობრულია და გულღია. უყვარს ოჯახური სიმყუდროვე,თბილია და მოსიყვარულე, აქვთ კარგი ინტუიცია და მდიდარი ფანტაზია.

და ბოლოს, თეკლა იმდენად ძლიერი პიროვნებაა, რომ მასზე შეიძლება მთელი სამყარო "დაეყრდნოს"
მე როგორი ვარ?
- თ ბ ი ლ ი, თ ა ვ ა ზ ი ა ნ ი
- ე რ თ გ უ ლ ი, ე ნ ე რ გ ი უ ლ ი, ე მ ო ც ი უ რ ი
- კ ე თ ი ლ ი, კ ე კ ლ უ ც ი
- ლ ა მ ა ზ ი, ლ ა ღ ი
- ა მ ა ყ ი, ა ნ ც ი

და მე მინდა ჩემი სახელი ღირსეულად ვატარო ჩემი ცხოვრების მანძილზე.



თეკლე
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
...............................................
მე ვარ თეკლე კეკენაძე. ვარ მესამეკლასელი.
დავიწყოთ იმით, რომ მე – თეკლა კეკენაძე დავიბადე ქ. თბილისის მესამე სამშობიარო სახლში 2000 წლის 3 მარტს – დედის დღეს.
დედას და მამას ჩემთვის სახელი უკვე შერჩეული ჰქონიათ. მამამ როდესაც ჩემი დაბადების მოწმობა გააკეთა და დედას მიუტანა, თურმე გაეხუმრა, ბავშვს კალისტინა დავარქვიო. დედა კინაღამ გაგიჟებულა, მაგრამ როცა მოწმობაში ჩაიხედა, ნახა,რომ თეკლე ვიყავი და სიცილი დაუწყია მამის ოხუნჯობაზე.
თეკლე ბერძნული წარმოშობის სახელია. იგი ნიშნავს “ღვთის დიდებას”. “თეოს”- ღმერთს ნიშნავს, “კლეოს”- კი დიდებას.
საქართველოს ისტორიაში ცნობილია გიორგი სააკაძის და – თეკლე, რომელიც გახდა დედოფალი. იგი იყო ლუარსაბ მეორის მეუღლე.
ასევე ცნობილია თეკლე ბატონიშვილი
თეკლე იყო ერთი ქალი, რომელიც წმინდანად შერაცხეს. იგი კურნავდა ადამიანებს ყოველგვარი სენისგან.
მე ძალიან ვამაყობ ჩემი სახელით და ვცდილობ ვიყო:
– თავაზიანი.
– ერთგული.
– კეთილი.
– ლამაზი.
– ენერგიული.